გსურთ გახდეთ TP საქართველოს (ყოფილი Majorel) გუნდის წევრი?
თუ ფლობთ გერმანულ ენას, გაეცანით ქვემოთ მითითებულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი განაცხადი.
TP წარმოადგენს გლობალურ ლიდერს ციფრული ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში (Digital Business Process Outsourcing).
კომპანია აერთიანებს 500,000-ზე მეტ თანამშრომელს 170-ზე მეტ ქვეყანაში და სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას მსოფლიოს წამყვან ბრენდებს.
TP საქართველო გთავაზობთ საერთაშორისო სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარების შესაძლებლობებსა და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო პირობებს.