ისწავლე გერმანული უფასოდ და დასაქმდი TP-ში! აქციე გერმანული ენა შენს კარიერულ უპირატესობად!
თუ გსურს მუშაობა მულტინაციონალურ გარემოში, თუმცა ენის ბარიერი გაფერხებს, ჩვენი გერმანული ენის აკადემია შენთვისაა. გაიარე უფასო მოსამზადებელი კურსი TP-ის აკადემიაში, დაძლიე ბარიერი და და მიიღე შანსი, დაიწყო პროფესიული გზა TP-ის ქუთაისის ფილიალში.
რას გთავაზობთ?
• 24-32 კვირიანი პროგრამა (ენის დონის მიხედვით), გერმანული ენის სრულყოფისთვის;
• კურსის წარმატებით დასრულებისა და შიდა შერჩევის ეტაპების გავლის შემთხვევაში, შენ გახდები ჩვენი გლობალური გუნდის წევრი;
• გაკვეთილები ჩატარდება 3 სხვადასხვა ჯგუფში, რომლებიც დაკომპლექტდება ენის ცოდნის დონეების მიხედვით;
• გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (ორშ, ოთხ, პარ) 10:00-დან 19:00-მდე პერიოდში;
• 📍 გაკვეთილები ჩატარდება პირისპირ, თიფი საქართველოს ქუთაისის ოფისში (ზვიად გამსახურდიას 47, ქუთაისი პლაზა).
🎯 აკადემიაში მონაწილეთა შერჩევისთვის მხოლოდ სამი სავალდებულო წინაპირობა გვაქვს:
• გერმანული ენის A2.1-A2.2 დონეზე ცოდნა;
• ჩვენს გუნდში მუშაობისა და განვითარების დიდი სურვილი;
• ქუთაისში ან მის შემოგარენში ცხოვრება (რადგან კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობა ქუთაისშია).
გაითვალისწინეთ: დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ კურსს და გაივლიან დასკვნით შერჩევის პროცესს.
აკადემიის შერჩევის ეტაპები:
• სატელეფონო ინტერვიუ;
• საბაზისო კომპიუტერული უნარების ტესტირება;
• დასკვნითი გასაუბრება.