View job here

დასაქმდი TP საქართველოში და მიიღე ერთჯერადი სასტარტო ბონუსი 1000 ლარის ოდენობით.

 

 

თუ 16 წლის ხარ და გერმანულ ან გერმანულ + ინგლისურ ენას ფლობ, დაიწყე კარიერა საერთაშორისო პროექტში და შემოუერთდი TP Georgia-ს გუნდს!

გსურს, მიიღო გამოცდილება საერთაშორისო კომპანიაში და დაეხმარო გერმანული ავიაკომპანია Condor-ის მგზავრებს?

ჩვენ ვეძებთ Operations Customer Expert-ებს, რომლებიც მგზავრების მთავარი მხარდამჭერები გახდებიან. ეს არის საუკეთესო შანსი, გააუმჯობესო გერმანული ენის ცოდნა, იმუშაო თანამედროვე გარემოში და გადადგა ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ

თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრა გამოგდის, ეს პოზიცია შენთვისაა; დაეხმარე მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან, შეუქმენი მათ პოზიტიური გამოცდილება და გაზარდე შენი პროფესიული შესაძლებლობები ჩვენთან ერთად!

 

რატომ TP საქართველო?

 TP ციფრული ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში (Digital Business Process Outsourcing) გლობალური ლიდერია; კომპანია 170-ზე მეტ ქვეყანაში 500 000მდე თანამშრომელს აერთიანებს და მათი დახმარებით მსოფლიოს წამყვან ბრენდებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას  სთავაზობს.

 

TP საქართველოში საერთაშორისო სამუშაო გარემო და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული პირობები დაგხვდება:

პროგრამის ხანგრძლივობა: 18 მაისი – 15 სექტემბერი

ლოკაცია: თბილისი, Pixel ბიზნესცენტრი

ტრენინგის დრო: ორშაბათი–პარასკევი, 15:00–22:00

პირობები: პროგრამაში ჩართვა შეგიძლია, თუ უკვე ხარ მინიმუმ 16 წლის.

სამუშაო საათები:

18 წლამდე მოსწავლეებისთვის: კვირაში 20–30 საათი

18 წლიდან ზემოთ: სრული განაკვეთი

ძირითადი პასუხისმგებლობები:

• მომხმარებელთა სატელეფონო და წერილობითი (Inbound) მოთხოვნების დამუშავება

• კონსულტაციის გაწევა და საკითხების გადაჭრა

• მონაცემების შევსება და განახლება სისტემებში

იმისათვის, რომ შემოგვიერთდე, საჭიროა:

• გერმანული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა (საუბარი და წერა)

• მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი

• კომპიუტერული ცოდნა

• გუნდურობა, მოტივაცია და კრეატიულობა

• მზადყოფნა ცვლებში და შაბათ-კვირას სამუშაოდ

რას გთავაზობთ?

• ანაზღაურება:

  •   2300 ლარი (გერმანულენოვანი)
  •   2600 ლარი (გერმანულ + ინგლისურენოვანი)

• ყოველთვიური ბონუსი - 260 ლარამდე

• სასტარტო ბონუსი 1000 ლარი

• ანაზღაურებადი 2-კვირიანი ტრენინგი

პრემიუმ სამედიცინო დაზღვევა

რეფერალ ბონუსი წარმატებული რეკომენდაციისთვის

• განსაკუთრებული შეთავაზებები და ფასდაკლებები პარტნიორ ობიექტებში

Wellbeing შეთავაზებები: იოგა, პილატესი, სხვადასხვა ღონისძიებები

ფსიქოლოგიური მხარდაჭერა: კონფიდენციალური კონსულტაცია ფსიქოლოგთან უშუალოდ ჩვენს ოფისში

საუკეთესო ლოკაცია: თანამედროვე ოფისი რუსთაველის გამზირზე, მოსასვენებელი და სათამაშო ზონებით (Chill-Out & Gaming Zone)

ტრანსპორტირება: უზრუნველყოფილი ღამის ტრანსპორტი

თუ აღნიშნული შეთავაზებით დაინტერესდები, გამოგვიგზავნე განაცხადი გერმანულ ენაზე არაუგვიანეს 2026 წლის 11 მაისისა.  

განაცხადის გასაგზავნად დააჭირე ღილაკს „Bewerben“.

შენიშვნა: თქვენი დოკუმენტაციის გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ ის შეინახება ჩვენს მონაცემთა ბაზაში 6 თვის განმავლობაში.

The company promotes equal employment opportunities and supports the principle of equality in the workplace. Decisions are made based on the applicant's qualifications and not on the basis of race, skin color, nationality, religion, gender, age, sexual orientation, gender identity, marital status, or any other criterion, as stipulated in the Labor Code of Georgia.  

At our Company, diversity is a part of our DNA. We are committed to providing equal employment opportunities and creating an inclusive environment for all candidates and employees.  All qualified applicants will receive consideration for employment without regard to sex, race, color, creed, religion, national origin, age, disability status, marital status, pregnancy, sexual orientation, gender identity or expression.