View job here

დასაქმდი TP საქართველოში და მიიღე ერთჯერადი დასაქმების ბონუსი 1000 ლარის ოდენობით.

 

გსურს, TP საქართველოს (ყოფილი Majorel) გუნდის წევრი გახდე? თუ 16 წლის ხარ და გერმანულ ან გერმანულ + ინგლისურ ენას ფლობ ,შეგიძლია, კარიერა ჩვენს კომპანიაში დაიწყო!

 

რატომ TP საქართველო?

 TP ციფრული ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში (Digital Business Process Outsourcing) გლობალური ლიდერია; კომპანია 170-ზე მეტ ქვეყანაში 500 000მდე თანამშრომელს აერთიანებს და მათი დახმარებით მსოფლიოს წამყვან ბრენდებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას  სთავაზობს.

 

TP საქართველოში საერთაშორისო სამუშაო გარემო და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული პირობები დაგხვდება:

პროგრამის ხანგრძლივობა: 18 მაისი – 15 სექტემბერი

ლოკაცია: თბილისი, Pixel ბიზნესცენტრი

ტრენინგის დრო: ორშაბათი–პარასკევი, 15:00–22:00

პირობები: პროგრამაში ჩართვა შეგიძლია, თუ უკვე ხარ მინიმუმ 16 წლის.

სამუშაო საათები:

18 წლამდე მოსწავლეებისთვის: კვირაში 20–30 საათი

18 წლიდან ზემოთ: სრული განაკვეთი

ძირითადი პასუხისმგებლობები:

• მომხმარებელთა სატელეფონო და წერილობითი (Inbound) მოთხოვნების დამუშავება

• კონსულტაციის გაწევა და საკითხების გადაჭრა

• მონაცემების შევსება და განახლება სისტემებში

იმისათვის, რომ შემოგვიერთდე, საჭიროა:

• გერმანული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა (საუბარი და წერა)

• მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი

• კომპიუტერული ცოდნა

• გუნდურობა, მოტივაცია და კრეატიულობა

• მზადყოფნა ცვლებში და შაბათ-კვირას სამუშაოდ

რას გთავაზობთ?

• ანაზღაურება:

  •   2300 ლარი (გერმანულენოვანი)
  •   2600 ლარი (გერმანულ + ინგლისურენოვანი)

• დასაქმების ბონუსი 1000 ლარი

• ყოველთვიური ბონუსი

• ანაზღაურებადი 2-კვირიანი მოსამზადებელი ტრენინგი

• პრემიუმ სამედიცინო დაზღვევა

• სპორტული და გამაჯანსაღებელი აქტივობები (იოგა, პილატესი, პადელი, ლაშქრობები და სხვა)

• გვიანი ცვლის შემდეგ ტრანსპორტის უზრუნველყოფა

• თანამედროვე, კომფორტული ოფისი მოსასვენებელი და გასართობი ზონებით

თუ აღნიშნული შეთავაზებით დაინტერესდები, გამოგვიგზავნე განაცხადი გერმანულ ენაზე არაუგვიანეს 2026 წლის 11 მაისისა.  

განაცხადის გასაგზავნად დააჭირე ღილაკს „Bewerben“.

შენიშვნა: თქვენი დოკუმენტაციის გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ ის შეინახება ჩვენს მონაცემთა ბაზაში 6 თვის განმავლობაში.

The company promotes equal employment opportunities and supports the principle of equality in the workplace. Decisions are made based on the applicant's qualifications and not on the basis of race, skin color, nationality, religion, gender, age, sexual orientation, gender identity, marital status, or any other criterion, as stipulated in the Labor Code of Georgia.  

At our Company, diversity is a part of our DNA. We are committed to providing equal employment opportunities and creating an inclusive environment for all candidates and employees.  All qualified applicants will receive consideration for employment without regard to sex, race, color, creed, religion, national origin, age, disability status, marital status, pregnancy, sexual orientation, gender identity or expression.