გაიუმჯობესე გერმანული ენა და დაიწყე კარიერა Booking.com-ის ბიზნესში!
ფლობ გერმანულ ენას მინიმუმ A2 დონეზე და ინგლისურს B2 დონეზე?
მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
TP Georgia, კომპანია, რომელიც უკვე 10 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში ერთ-ერთი ლიდერია, თბილისში გერმანული ენის აკადემიას იწყებს!
რატომ უნდა აირჩიო TP German Language Academy?
✅ კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებული სწავლება
✅ მოქნილი სასწავლო განრიგი - აირჩიე დღის ან საღამოს ჯგუფი და მარტივად შეუთავსე სწავლა სამსახურს, უნივერსიტეტს ან სხვა საქმიანობას.
✅ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება - ტრენინგებს გაუძღვებიან Booking.com-ის ბიზნესის გამოცდილი თანამშრომლები, რომლებიც გაგიზიარებენ პრაქტიკულ ცოდნასა და რეალურ სამუშაო გამოცდილებას.
✅ დასაქმების შესაძლებლობა Booking.com-ის ბიზნესში - კურსის წარმატებით დასრულებისა და შერჩევის პროცესის გავლის შემდეგ შესაძლებლობა გექნება, შეუერთდე TP Georgia-ს საერთაშორისო გუნდს.
როდის ტარდება გაკვეთილები?
დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
I ჯგუფი: 15:30 – 18:30
II ჯგუფი: 19:00 – 22:00
გაკვეთილები ჩატარდება ოფისიდან (რუსთაველის გამზირი 2/4, თბილისი)
კურსის ხანგრძლივობა: 16–20 კვირა
კვირაში 3 შეხვედრა, თითოეული 3 საათის ხანგრძლივობით.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
აკადემია ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს გერმანული ენის ცოდნის გაუმჯობესება და საერთაშორისო კარიერის დაწყება.
მონაწილეობის წინაპირობებია:
🔹 გერმანული ენის ცოდნა — მინიმუმ A2 დონეზე
🔹 ინგლისური ენის ცოდნა — მინიმუმ B2 დონეზე
🔹 თბილისში ან მის შემოგარენში ცხოვრება
როგორ ხდება შერჩევა?
- განაცხადების გადარჩევა
- გასაუბრება
- საბაზისო კომპიუტერული უნარების ტესტირება