გაიუმჯობესე გერმანული ენა და დაიწყე კარიერა TP Georgia-ში!
გინდა დასაქმდე TP Georgia-ში, მაგრამ გერმანული ენის ცოდნის გაუმჯობესება გჭირდება?
მაშინ ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა!
TP Georgia, კომპანია, რომელიც უკვე 10 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში ერთ-ერთი ლიდერია, ქუთაისში გერმანული ენის აკადემიას იწყებს!
რატომ უნდა აირჩიო TP German Language Academy?
✅ კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებული სწავლება
✅ დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამა - სასწავლო კურსი შექმნილია TP Georgia-ს გერმანულენოვანი პოზიციებისთვის კანდიდატების მოსამზადებლად.
✅ სწავლება შენი ენის დონის შესაბამისად - მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებში გერმანული ენის ცოდნის მიხედვით.
✅ დასაქმების შესაძლებლობა კურსის დასრულების შემდეგ - შესაბამისი ენობრივი დონის მიღწევისა და შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, გექნება შესაძლებლობა დასაქმდე TP Georgia-ში.
როგორ მიმდინარეობს სწავლება?
გაკვეთილები: კვირაში 3 შეხვედრა, თითო 2 საათიანი ხანგრძლივობით
გაკვეთილების დრო: 09:00 – 19:00 საათების შუალედში
აკადემიის ხანგრძლივობა: 5–9 თვე, მონაწილეთა საწყისი ენობრივი დონის მიხედვით.
გაკვეთილების კონკრეტული განრიგი განისაზღვრება მონაწილეთა ხელმისაწვდომობისა და ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით.
ლოკაცია: TP Georgia-ს ოფისი, ქუთაისი, ზვიად გამსახურდიას ქ. 46
ვის შეუძლია მონაწილეობა?
აკადემია ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს გერმანული ენის ცოდნის გაუმჯობესება და საერთაშორისო კარიერის დაწყება.
მონაწილეობის ძირითადი მოთხოვნები:
🔹გერმანული ენის ცოდნა A2 /B1 დონე
🔹ქუთაისში ან მის შემოგარენში ცხოვრება და გაკვეთილებზე დასწრების შესაძლებლობა.
როგორ ხდება შერჩევა?
- განაცხადების გადარჩევა
- გასაუბრება
- საბაზისო კომპიუტერული უნარების ტესტირება